Tuesday 28 June 2016

შეფასების ცხრილი

რუსული ენა
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
წაკითხულის გაგება გააზრება
ესმის და გაიაზრებს წაკითხულ ტექსტს
ესმის   წაკითხულ ტექსტი მაგრამ უჭირს გააზრება
ნაწილობრივ ესმის  წაკიტხული ტექსტი
უჭირს წაკითხული ტექსტის გაგება
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ტრანსპორტის სახეობა
სწავლების  საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე
დრო/ ხანგრძლივობა
45 წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ტრანსპორტის ლექსიკის ცოდნა , ცხოვრებისეულ სიტუაციაში ნასწავლის გამოყენება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს ენის შესწავლაში, ახალი ცოდნის მიღებაში, მიიღებენ ინფორმაციას ტრანსპორტის შესახებ, ისწავლიან გრამატიკული კონსტრუქციები ზმნა არსებით სახელებთან-летит в небе, плывёт в реке, едет- идёт по дороге. გაამდიდრებს ლექსიკურ მარაგს.

უცხ..I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრება-წაკითხვა.
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
გაკვეთილის(ან თემატური ერთეული ელემენტები)
ლექსიკური ელემენტები ,გრამატიკული კონსტრუქციები, ნაწილაკები სწორად გამოყენება, სწორად კითხვის დასმა, პასუხის გაცემა.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კონკრეტული სიტყვები ლექსიკონიდან, აკეთებენ მინი დიალოგებს ,ფლობენ წერა კითხვის ტექნიკას.
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება გაკვეთილზე აქტიურობა, წაკითხულის გაგება ,ლაპარაკი-დიალოგებში მონაწილეობა, სხვისი აზრის პატივის ცემა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, ცარცი ,წიგნი, რვეული, კალამი  ,პროექტორი
გაკვეთილის სხვადასხვა საკლასო მენეჯმენტი
- მოტივაცია :ვწერ დაფაზე სიტყვას «ტრანსპორტი» და მოსწავლეებს ვთხოვ მიპასუხონ ცალკეული სიტყვები რაც კავშირში იქნება ტრანსპორთან . სავარაუდოდ დაფაზე მივიღებთ ასოციაციურ ბადეს (3 წ.) 
-  სლაიდის გაშვება :პაუზებით და კითხვების დასვა(5 წ.)
- მინი-ლექცია. ვუხსნი, როგორ მოძრაობს ტრანსპორტი -летит - летает в небе,  плывёт -  плавает в реке , идё т-  едет по дороге -ვატარებ შესაბამის ლექციას თემაზე .(5 წ.)  
-მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ლექს ტრანსპორტზე, დაფაზე ვწერთ მათთვის უცხო სიტყვებს , ასრულებენ რვეულში მოცემულ სავარჯიშოს.( 10 წ.)
-წყვილში ასრულებენ დიალოგს  (7 წ.)
-დიალოგების გათამაშება მოსწავლეების სურვილის მიხედვით.(7 წ.)
-რუბრიკების შევსება (5 წ.)
- შეფასება :ქულა ,კომენტარი.
საშინაო დავალება : ლექსი ზეპირად.(3 წ.)




დიფერენცირებული სწავლება
არ მყავს სსმმ მოსწავლე

სასწავლო პროექტი

როექტის სახელწოდება; რუსი მწერლები და საქართველო
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მოსწავლეები ეცნობიან რუსი მწერლების ბიოგრაფიებს, მათ შემოქმედებასა და კავშირს საქართველოსთან.
პროექტის აქტუალობა: ვინაიდან მცირე ინფორმაცია არის სახელმძღვანელოებში რუს მწერლებზე და მათ ნაწარმოებებზე, ეს პროექტი დაეხმარებათ მოსწავლეებს უკეთ შეისწავლონ რუსული მწერლობა და კულტურა.
პროექტის მიზნები:უნარეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად უვითარდებათ მოსწავლეებს რუსული წერა-კითხვის,მეტყველების უნარი
მონაწილეთა ასაკი:Xკლასი
ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეძლებენ რუსულ ენაზე თარგმნას,მეტყველებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,ბიბლიოთეკა,საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ცნობილი რუსი მწერლების ბიოგრაფიების შესახებ ინტერნეტში,მეორე ჯგუფი წაიკითხავს და გადათარგმნის რამდენიმე ნაწარმოებს,მესამე ჯგუფი ამოწერს უცხო სიტყვებს და გააკეთებს ლექსიკონს.მოსწავლეები სოციალურ ქსელში დაუკავშირდებიან რუს თანატოლებს და გაცვლიან ინფორმაციას.პროექტის მონაწილეები ხელმძღვანელთან ერთად მოაწყობენ ექსკურსიას რუსი მწერლების სახლმუზეუმებში საქართველოში,პროექტის ბოლოს მოეწყობა პრეზენტაცია.მასწავლებელი შეაფასებს შეფასების რუბრიკით .მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ..VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ
როექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):ნონა ჭილაძე


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nonachiladze1@gmail.com